

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების პერიოდი უკვე დადგენილია.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, დასვენებისა და სწავლის დაწყების თარიღები თავად განსაზღვრონ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი