სპორტი
01.12.2025 15:06
ჩოხატაურში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს

ოთხი მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ჩოხატაურში გამართული ტურნირი.

სპორტსმენების ანგარიშზე სამი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

შეჯიბრის გამარჯვებულები დავით ჩოჩიშვილი (32 კგ.), ალეკო ტლაშაძე (41 კგ.) და ლექსო გიგაური (44 კგ.) გახდნენ.

ბრინჯაოს მედალს ლაზარე ხეთაგური დაეუფლა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან სამი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ალეკო ტლაშაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღსაზრდელია და, პარალელურად, ვარჯიშობს სხირელის სკოლაში.

კვირის ამბები