
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, „საძოვრების მართვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, საკითხი პირველი მოადგილესთან, მუნიციპალიტეტის მერებთანდა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ დაინტერესებული ფერმერებიც.
მონაწილეებს კანონპროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელმა ანა რუხაძემ მიაწოდა.
როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, დოკუმენტის განხილვისას ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
ცნობისთვის, „საძოვრების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, პროექტის - „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში მომზადდა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ ხორციელდება.