

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
ფოთელთა კარში გოლები შოთა შეყილაძემ, ოთარ ფარულავამ, სირილ ედუძიმ და აბუბაქარ კონტემ გაიტანეს. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, „დილას“ კარში გატანილი ერთადეღტი გოლის ავტორი გიორგი კვირკველიაა.
სატურნირო ცხრილში „დილა“„იბერიასთან ერთად“ 77 ქულით მოწინავე პოზიციაზეა. ეროვნული ლიგის დასრულებამდე კი ერთი ტურია დარჩენილი.
შემდეგ თამაშს, „დილა“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 6 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი