სპორტი
01.12.2025 11:14
ლუკა ნიქაბაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გორელი მოკრივე ლუკა ნიქაბაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

სპორტსმენი 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ნიქაბაძემ მერვედფინალში ბულგარელი რუმენ რუმენოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელს იეჰორ ნოვიკოვს სძლია, ნახევარფინალში კი ბერძენ ზაქარია მილონას მოუგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, გორელი მოკრივე რუმინელ დანიელ რაჯ სტოიკანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლუკა ნიქაბაძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. სპორტსმენის პირადი მწვრთნელი ილია ტლაშაძეა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა. საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპირველობა 3 მედლით დაასრულა.

კვირის ამბები