სპორტი
28.11.2025 14:18
გორი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს.

ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 13 დეკემბერს ჩატარდება.

შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები მიიღებენ. მოჭიდავეები 80 კგ; 90 კგ; +100 კგ. და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად, შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები და მედლები გადაეცემათ.

აბსოლუტური ფალავნობა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

„ტურნირის მიზანს ქართული ჭიდაობის, როგორც ეროვნული სპორტული კულტურის და იდენტობის პოპულარიზაცია, მისი ისტორიული მნიშვნელობის გაძლიერება წარმოადგენს. შეჯიბრი ქართული ჭიდაობის არსებული წესების მიხედვით ჩატარდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები