საზოგადოება
28.11.2025 11:23
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სიმონ გულედანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პროფესიული განათლება ცოდნის მიღებასთან ერთად ნიშნავს პროფესიას, სტაბილურ სამსახურს, პარტნიორობას კერძო სექტორთან და რეალურ მოთხოვნას შრომის ბაზარზე. სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს პროფესიული განათლების მხარდაჭერას.

შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს და ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე“, -აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

კვირის ამბები