საზოგადოება
27.11.2025 14:48
სოფელ მეჯვრისხევში ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან გაიწმინდა

„საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ტირიფონის ძველი მაგისტრალური არხის მოწესრიგება დაასრულა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სამუშაოები ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთის დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან წმენდას მოიცავდა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც, დაახლოებით, 800 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს. მოწესრიგებული საირიგაციო არხით გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის - მეჯვრისხევის, ზერტის და კვარხითის მოსახლეობა ისარგებლებს.

სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.

დღეისთვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 10740 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება“, - აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.

 

 

კვირის ამბები