

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრაქტიკას გაივლიან და აპარატის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ მურალოვამ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართეს და არაერთი საკითხი განიხილეს.
სტუდენტებმა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებს თავიანთი შეხედულებები გააცნეს და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდები საკრებულოში პრაქტიკებს 7 თებერვლამდე გაივლიან. აპარატის მუშაობის სპეციფიკის გაცნობასთან ერთად, საკრებულოს, ბიუროს, კომისიების და ფრაქციების სხდომებსაც დაესწრებიან.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.