სპორტი
27.11.2025 12:17
„დილა“ „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ წყალტუბოს  „სამგურალს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი დეო ბასინგამ გაიტანა. მატჩის მიმდინარეობისას, 41-ე წუთზე კი აბუბაქარ კონტემ სხვაობა კიდევ ერთი გოლით გაზარდა.

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „დილა“ ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 30 ნოემბერს, 13:30 საათზე დაიწყება და ფოთში ჩატარდება

ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში გორის გუნდი 74 ქულით მეორე ადგილზეა.

კვირის ამბები