სპორტი
27.11.2025 12:02
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, 5X5-ზე კალათბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, 5X5-ზე კალათბურთში გამართული გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

სპორტული აქტივობის მუნიციპალური ეტაპი გორის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

შეგახსნებეთ, რომ ოლიმპიადის ფარგლებში, 3X3-ზე კალათბურთში გამართული ტურნირის მუნიციპალური ეტაპზეც მეცხრე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა გაიმარჯვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული.

კვირის ამბები