
3X3 -ზე კალათბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
სპორტული აქტივობა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა.
შეჯიბრში გოგონათა და ვაჟა გუნდები მონაწილეობდნენ.
ორივე კატეგორიაში ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს.
რაც შეეხება პრიზიორებს, ვაჟთა შორის მეორე ადგილზე გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გოგონათა შორის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი მეორე ადგილის მფლობელი გახდა, მესამე ადგილი ტყვიავის საჯარო სკოლის გუნდის ანგარიშზეა.
3X3 -ზე კალათბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
შეგახსენებთ, ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები გაიმართება.