
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო პატრონიანი შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების სტერილიზაციის აქციას აგრძელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აქციის მიზანი სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცხოველების რეგისტრაციაა.
მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს.
მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს. სერვისით სარგელობისას ცხოველის მეპატრონემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აქციის ფარგლებში მოხდება ძაღლის და კატის სტერილიზაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, ექიმ-ვეტერინარის კონსულტაცია.
„სააგენტო რეგისტრირებული ცხოველების და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ცხოველის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას. დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 41 45 49“, - აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.