სპორტი
26.11.2025 13:32
საერთაშორისო ტურნირზე ხელბურთელ გოგონათა გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა

როინ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი წყალტუბოში ჩატარდა და ვაჟების რვა, ხოლო გოგონათა ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნატალი გაზაშვილი, ნატალი ბიწაძე, ირინოლა ელბაქიძე, ნინი ტლაშაძე, ლიზი ტლაშაძე, მარიამ კოპაძე, ქეთევან ჯალაბაძე, ანნა ოქროპირიძე, ანა ბურნაძე, თეკლა ჯანეზაშვილი, მარიამ შერმადინი და ნინი ხეჩიკაშვილი (მწვრთნელი: თორნიკე გაგლოშვილი).

აღსანიშნავია, რომ ხელბურთში გამართულ შეჯიბრზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდიც მონაწილეობდა, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „სამტრედიას“ დაუპირისპირდა, ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოვლინდნენ. გორელთაგან საუკეთესო მოთამაშედ ნინი ტლაშაძე, გამთამაშებლად კი პაატა ჯობინაშვილი დასახელდა. რაც შეეხება როინ მეტრევლის ოჯახის მიერ დაწესებულ პრიზს, ნატალი გაზაშვილს გადაეცა.

კვირის ამბები