საზოგადოება
26.11.2025 12:11
გორის №7 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი - „აგრარული განათლების ელჩები“ ხორციელდება

ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის №7 საჯარო სკოლაში, მდგრადი განვითარების მიზნების და აგრარული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალი პროექტი ხორციელდება.

„აგრარული განათლების ელჩები“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს და გორის №7 საჯარო სკოლის გარდა, პროექტში ჩართულები არიან კარალეთის №1 საჯარო სკოლის და გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები, საინფორმაციო შეხვედრები და აქტივობები. ასევე, ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე: აგრარული განათლების არსი; გენმოდიფიცირებული პროდუქტები, დადებითი და უარყოფითი მხარეები; პროდუქტში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; ნიადაგის ვარგისიანობა; ქვიზი Khaoot-ის პროგრამა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, აღნიშნული პროექტი „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობებით გაგრძელდება.

კვირის ამბები