

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ბუნაგები და პლედები გადაეცა.
ცხოველთა გამოსაზამთრებლად თბილი ბუნაგები სააგენტოს შიდა ქართლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრებმა გადასცეს.
„სააგენტოში ჩვენს ბინადრებს ახალი, უსაფრთხო და თბილი ბუნაგები მოვუწყეთ. თითოეულ მათგანს დავუმატეთ რბილი, სუფთა პლედები, რათა ზამთრის სიცივეში უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნონ თავი.
ჩვენთვის თითოეული ცხოველი მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რომ მათი ყოფა უფრო სასიამოვნო და მყუდრო გავხადოთ.
განსაკუთრებული მადლობა შიდა ქართლში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრებს, რომლებიც არა მხოლოდ უშუალოდ ჩაერთნენ პროცესში, არამედ თავად მოგვიტანეს ბუნაგები და პლედები, რომლებიც ჩვენი ბინადრებისთვის საკუთარი ხელით დაამზადეს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი