
გორის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს საკრებულოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და შესაძლებლობის ფარლებში, ბუნებრივია, გაითვალისწინებს, - ამის შესახებ გორის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა განაცხადა
„2026 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილია 97 მლნ ლარამდე თანხით. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა შენიშვნები წარმოადგინეს, რომლებიც, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოციალურ მიმართულებებს ეხებოდა. მერია განიხილავს შენიშვნებს და შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება.
სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს თავმჯდომარესაც ჰქონდა რამდენიმე შენიშვნა. ერთ-ერთი შეეხებოდა ნაშთის მიმართვას, რომელიც შემდგომში წარმოდგენილ ბიუჯეტში აუცილებლად იქნება დაფიქსირებული და სწორად ამ ნაშთის მიმართვაზე იყო საკითხი დასმული, თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება განახორციელოს მერიამ ამ ნაშთის მიმართვით.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრიოორიტეტებს, პრიორიტეტებს შორის კვლავ ლიდერობს ინფრასტრუქტურის განვიტარება და სოციალური საკითხები“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის სხდომათა დარბაზში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ , მისმა მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს.