
ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.
დღის წესრიგის თანახმად, დეპუტატები ოთხ საკითხს განიხილავენ.
საკრებულოს წევრებმა პირველ საკითხზე კენჭი უყარეს „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე საკრებულოს შენიშვნების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვას და მისი რიგითობის განსაზღვრას, რისთვისაც 2026 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შესატანად საკრებულომ მერიას წინადადებები წარუდგინა.
დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებაც. სხდომის მიმდინარეობისას, დეპუტატები, ასევე, განიხილავენ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკითხში ცვლილების შეტანასაც.
რაც შეეხება ბოლო საკითხს, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „გორის მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 8 ივნისის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა.