სპორტი
24.11.2025 14:03
ტაეკვანდოში გამართულ ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ათი მედალი მოიპოვეს

ტაეკვანდოში გამართული კორეის ელჩის თასი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ათი მედლით დაასრულეს.

შეჯიბრი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 13 გუნდი მონაწილეობდა.

გორელების ანგარიშზე ხუთი - პირველი, ორი - მეორე და სამი მესამე ადგილია.

ტურნირის გამარჯვებულები ნინო დურგლიშვილი (30 კგ; დიდი პინი), მარიამ შალამბერიძე (59 კგ; იუნიორი), ადგილი: ნინო ავაზიშვილი (63 კგ; იუნიორი), მინდია მინდიაშვილი (55 კგ; იუნიორი) და ლევან ბუზიაშვილო (61 კგ; კადეტი) გახდნენ.

მეორე ადგილი ნანა კოზაევმა (55კგ; იუნიორი) და ნინი მღებრიშვილმა (33კგ; კადეტი) დაიკავეს.

მესამე ადგილს კი ბარბარე ღამბარაშვილი (36 კგ; დიდი პინი), მერი ჭეჭელაშვილი (55კგ; იუნიორი) და მარი ავაზიშვილი (41კგ; კადეტი) დაეუფლნენ.

სპორტსმენმთა მწვრთნელები თიკა ტერაშვილი დათემურ სამხარაძე არიან.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, გორელებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს.

კვირის ამბები