

ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
გორულმა კლუბმა მეოთხედფინალში ყაზახური „ჯენისი“ 4:2 დაამარცხა. ნახევარფინალში სერბულ „რედ სტართან“ 0:4 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც თურქეთის „გალათასარაის“ 4:1 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
„გოლდენ გორი“ რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაშია, ტურნირზე 2018 წლიდან ასპარეზობს.
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა. შეჯირბში საქართველოს გარდა, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გუნდები მონაწილეობდნენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.