

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.
გუნდმა, თეონა ცირამუას დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა - ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. რომის პანთეონში პირველად შესრულდა ქართული მუსიკა. ეს იყო ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნის ღირსეული წარდგენა.
აღნიშნული გამოსვლით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი მუსიკა, როგორც უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურის ნაწილი, ხმამაღლა უნდა ჟღერდეს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.