

ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
შეჯიბრი ხვალ, 22 ნოემბერს ჩატარდება და სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.
გორული კლუბი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაშია, ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+90 კგ.).
სპორტსმენთა მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ექიმი დიმიტრი ბაღათურია, კლუბის ხელმძღვანელი კი გიორგი პურიჭამიაშვილია.
აღსანიშნავია, რომ „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე 2018 წლიდან ასპარეზობს და ერთი - ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.