საზოგადოება
20.11.2025 16:12
გორის განვითარების სააგენტო თურქული ენის სასაუბრო კურსზე მიღებას აცხადებს

გორის განვითარების სააგენტო თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსზე მიღებას აცხადებს.

17 წლის ზევით ასაკის ახალგაზრდებს რომლებსაც უყვართ თურქული მუსიკა, კულტურა და ფილმები, სააგენტო ახალ და განსხვავებულ პროექტში - „ჩაის დარაბა“ ჩასართავად იწვევს.

„ეს არის მოკლევადიანი, მარტივი და პრაქტიკული კურსი, რომელიც მსმენელებს დაეხმარება თურქულად საუბრის დაწყებაში. კურსის ხანგრძლივობა 5 თვეა და დასრულების შემდეგ ისინი შეძლებენ ყოველდღიურ სიტუაციებში თურქულად საუბარს (კაფე, მაღაზია, ქუჩა), საკუთარი თავის წარდგენას, მარტივი კითხვების დასმას, პასუხის გაცემას და მარტივი მარტივი ტექსტების გაგებას. პროექტში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაცია 30 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება, ელექტრონულად, გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.

კვირის ამბები