

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა ყველა პენიტენციურმა დაწესებულებამ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება დღეს, 20 ნოემბერს დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს და ხვალ, 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.