

საქართველოს სპორტის სამინისტრომ მინი-ფეხბურთის სახეობაში სპორტული ორგანიზაციის აღიარებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება აღიარების შესახებ შემდეგი დანართით: რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ორგანიზაციის მოქმედი წესდება; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში (ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე) N1 დანართის შესაბამისად; ინფორმაცია სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობის შესახებ N2 დანართის შესაბამისად.
დანართები საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.
მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტელეფონის ნომერზე: 577 92 29 88 უნდა დარეკონ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.