

გორის ქალთა კამერული გუნდი რომში სოლო კონცერტს გამართავს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, მუსიკალური ღონისძიება 21 ნოემბერს გაიმართება.
კონცერტი ვატიკანის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება, რომელიც იტალიის დედაქალაქში 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.
„გორის ქალთა კამერული გუნდისთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მიიღოს იუბილეზე, რომლის ფარგლებშიც სოლო-კონცერტს რომის პანთეონში გამართავს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს. დაინტერესებულ პირებს კი ვეტყვით, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნავენ ქალთა კამერულ გუნდში.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს