
სოფლად ეკონომიკის განვითარების, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ აგრძელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
რაც შეეხება პროგრამის ამოცანას, საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაცია, წარმოებული თაფლის, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხის და რაოდენობის ზრდა, ასევე, თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის ხელშეწყობა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესებას წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი პროგრამის თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანი ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდაა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე“, - აცხადებენ სააგენტოში.