სპორტი
19.11.2025 12:32
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, 88-ე წუთზე, ბულგარელთა კარში ერთადერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

„ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მეტოქე კი ორჯერ აღმოჩნდა ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. თუმცა, ეს რომ ხდება, პრობლემაა და ამის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბოლო სამი თვე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით, თუმცა მაინც ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია.

ვიცოდით, რომ ჯგუფში, სადაც ესპანეთი და თურქეთია, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებებულიყავით. ერთი წლის წინ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მას შემდეგ გუნდის თითოეული წევრი რაღაცას ვაკლებთ. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა, რაც ძვირად დაგვიჯდა. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და ეს სულისკვეთება მარტში, ივნისში და მომდევნო ერთა ლიგაზე უნდა დავიბრუნოთ“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

კვირის ამბები