

ერთ-ერთ დასასვენებელ სივრცეში, სადაც გუშინ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები აღდგენით სამუშაოებს ახორციელებდნენ, დღეს ყველა სკამი დამტვრეული აღმოჩნდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას ქალაქის იერსახის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.
„კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დააზიანებთ საერთო სარგებლობის სივრცეებს, მათი დაცვა და გაფრთხიოლება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნულია საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.