რეგიონი
06.04.2020 12:05
ცხელების კიდევ ერთი ზონა ქარელში, „ევექსის“ ქსელის რაიონულ საავადმყოფოში მოეწყო

შიდა ქართლში, გორმედის ქსელის გორის და ხაშურის კლინიკების გარდა, ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ზონა ქარელში, „ევექსის“ ქსელის რაიონულ საავადმყოფოში მოეწყო. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის კახი მუხიგულაშვილის ინფორმაციით, ცხელების ზონას მთლიანად დაეთმო კლინიკის ერთ-ერთი განყოფილება და საჭიროების შემთხვევაში 12 პაციენტის მიღებას შეძლებს.

ამ დროისთვის „ევექსის“ ქარელის კლინიკის ზონაში 5 პირია მოთავსებული, თუმცა, აღნიშნული პირების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ლაბორატორიაში რომელიმე მათგანის ნიმუშების გაგზავნა არ იგეგმება.

კვირის ამბები