საზოგადოება
17.11.2025 13:33
ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში 300 კაკაბი გაუშვეს

გორის მუნიციპალიტეტს ველური ბუნების კონსერვაციის და ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ველურ ბუნებაში გასაშვებად 300 კაკაბი გადასცა.

ფრინველების გაშვების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი კი ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი ფრინველის პოპულაციის გაძლიერება და ბუნებრივ გარემოში გამრავლების ხელშეწყობაა, რაც ხელს უწყობს ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებას.

„ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ბუნებრივი გარემოს მდგრადი განვითარებისთვის, ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენის და ველური სახეობების კონსერვაციის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებას აქტიურად ახორციელებს.

წითელ წიგნში შეტანილი, ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და მათ ველურ ბუნებაში პოპულაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია აფინანსებს. შედეგად, საქართველოს ველურ ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი ათასობით ფრინველი განაშენიანდა. რაც შეეხება კაკაბს, საქართველოსთვის დამახასიათებელი ადგილობრივი სახეობაა, რომელიც ბინადრობს მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და კლდოვან ზონებში. მისი არსებობა ეკოსისტემის ბუნებრივ ბალანსში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნავენ ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში.

კვირის ამბები