
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. გენიალური ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 134 წლის წინ - 1891 წლის 17 ნოემბერს მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.
მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება და ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელია. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა „ლექსები“ და 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ მას საყოველთაო აღიარება, „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანა.
„ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“, „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, „ნიკორწმინდა“... - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა.
გალაკტიონის ლექსები მრავალ ენაზეა თარგმნილი.
1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... სამგლოვიარო მსვლელობაში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობდა.
გენიალური პოეტი მთაწმინდაზეა დაკრძალული.