საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებ-გვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 14-ით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, 2 კი - გარდაცვლილი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი