

ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა პროექტის - „მეტი შენს ქალაქზე“ გამარჯვებულია.
აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც შიდა ქართლის ისტორიის შესახებ ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა.
რაც შეეხება საპრიზო ადგილის მფლობელებს, მეორე ადგილზე - №12 საჯარო სკოლის, ხოლო მესამეზე №3 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლების გუნდები გავიდნენ.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.