საზოგადოება
13.11.2025 14:57
ვარიანში გამწვანების აქცია მოეწყო - გარემოსდაცვით ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში გამწვანების აქცია მოეწყო.

გარემოსდაცვით ღონისძიებაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთნენ.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ლოკაციაზე 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები დარგეს.

„გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. ნერგები საბავშვო ბაღის, მინი სტადიონის და სპორტული სივრცის მიმდებარედ დაირგო, რაც რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია გორის მუნიციციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები