

საგანმანათლებლო დაწესებულებების უმცროსკლასელი მოსწავლეებისთვის გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა საგანმანათლებლო პროგრამას - „ერთი დღე ბიბლიოთეკაში“ ახორციელებს.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, „ერთი დღე ბიბლიოთეკაში“ საგაკვეთილო პროგრამის შესაბამისად დაიგეგმა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია.
„აქტივობის ფარგლებში, ბიბლიოთეკაში სტუმრად მოსული ბავშვები ეცნობიან ბიბლიოთკის მუშაობის სპეციფიკას, სერვისებს, ბეჭდური საშუალებების შექმნის ისტორიას და სწავლობენ წიგნებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, ისინი ერთვებიან შემეცნებით აქტივობებში, ეცნობიან ამერიკულ სივრცეს და იმ ღონისძიებებს, რომლებსაც საჯარო ბიბლიოთეკა წლის მანძილზე ახორციელებს“, - აღნიშნავენ გორის საჯარო ბიბლიოთეკაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.