

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი სუმოში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.
შეჯიბრი ტეხასში (აშშ) ჩატარდა და ხატისკაცი +115კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
შეჯიბრის მიმდინარეობისას სპორტსმენმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა, ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
„საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. მესამედ გავხდი მსოფლიოს თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოვიპოვე. მიღწეული წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მუდამ ვიზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე და ჩემი გულშემატკივრის იმედი გავამართლო“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ბადრი ხატისკაცმა.
ბადრი ხატისკაცი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და მისი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს