საზოგადოება
05.11.2025 13:24
გორის მუნიციპალიტეტში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა მიმდინარეობს

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო ნიშნების და მონიშვნების განახლების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის, დაზიანებული ცხაურების აღდგენის და დასახლებული პუნქტების აღმნიშვნელი აბრების მონტაჟის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

„სააგენტოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარალელურად ატარებენ საშემოდგომო ღონისძიებებსაც. ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება სკვერებში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშაოები, წესრიგდება საერთო სარგებლობის სივრცეები და მიმდინარეობს ხეების გადაბელვა“, - აღნიშნავენ კეთილმოწყობის სამსახურში.

კვირის ამბები