

ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 58 116 შეადგინა, - ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ნოემბრამდე მუნიციპალიტეტს 426 366 დამთვალიერებელი ეწვია, მათ შორის, 333 859 უცხოელია.
მიმდინარე წელს ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი - თებერვალში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი