საზოგადოება
05.11.2025 11:46
„ჩააცვი ხეებს“ - გორში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „ჩააცვი ხეებს“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 9 ნოემბერს ჩატარდება. მსურველებს 12:00 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ, სკვერში თბილი ტანსაცმელი მიიტანონ და დატოვონ მათთვის, ვინც ზამთარს მომზადებული ვერ ხვდება. შეგროვდებული სამოსი გადამისამართდება საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალში (ბარნოვის ქ. 9), სადაც მსურველებს სამოსის არჩევა შეეძლებათ.

„ტრადიციულად, თეატრის სკვერში გელოდებით თბილი ტანსაცმლით! შევუგროვოთ ცივი ზამთრისთვის თბილი სამოსი ვისაც უჭირს. ჩააცვით ხეებს და დაეხმარეთ“, - მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, საქველმოქმედო აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით, მეშვიდე წელია იმართება.

კვირის ამბები