
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
გამარჯვებულები ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის გამოვლინდნენ.
გოგონათა შორის გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. რაც შეეხება ვაჟებს, ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი მეათე საჯარო სკოლის გუნდმა დააფიქსირა.
„ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.
ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, 5X5 კალათბურთი ბადმინტონი და მხიარული სტარტები) ტარდება. მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რომელიც დეკემბერში დასრულდება, რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები გაიმართება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.