

გორის მუნიციპალიტეტის და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 შშმ პირს ეტლი გადაეცა.
როგორც მერიაში აცხადებენ, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები.
უწყების ინფორმაციით, 2012 წლიდან დამხმარე მოწყობილობით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 800-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იქნა უზრუნველყოფილი.
ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს