საზოგადოება
04.11.2025 14:58
მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას სახელმწიფო ენერგოეფექტური ღუმელების შეძენას 75%-ით დაუფინანსებს - ვინ ისარგებლებს პროგრამით

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები პირები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბენეფიციარები ენერგოექექტური ღუმელის შეძენისას 75%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის ამოცანას ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: rda. gov. ge

კვირის ამბები