საზოგადოება
04.11.2025 11:48
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

2025-2026 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 4 ნოემბერს დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 18 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონულად: ol -reg. naec. ge /register უნდა გაიარონ.

„ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.

რაც შეეხება მსურველებს, რომლებსაც ცენტრის მხრიდან სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 18 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები