სპორტი
04.11.2025 11:47
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გორი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

სპორტული აქტივობა 7-9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირი 2013 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარდება და რვა გუნდი იასპარეზებს. მონაწილეთა შორის არიან სომხეთის და ყაზახეთის გუნდებიც.

თამაშები ქართლის და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონებზე ჩატარდება.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კვირის ამბები