საზოგადოება
03.11.2025 14:32
შინდისის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა. საგანმანათლებლო დაწესებულებას დარაჯი ესაჭიროება.

დამსაქმებლის მოთხოვნით, ღამის დარაჯის ფუნქციებია შენობისა და ეზოს მეთვალყურეობა საღამოს ხუთი საათიდან დილის რვა საათამდე. კანდიდატს სასურველია ქონდეს დარაჯად მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირმა, დამსაქმებელს განაცხადებით 10 ნოემბრამდე უნდა მიმართოს.

შერჩეული კანდიდატი, მოვალეობის შესრულებას წინასწარ დადგენილი განრიგის მიხედვით, 12 ნოემბრიდან შეუდგება.

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 577 92 25 71

 

კვირის ამბები