სპორტი
03.11.2025 14:31
ქუთაისში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

ნუგზარ სხირელის სახელობის გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე შვიდი მედალი მოიპოვეს.

მოპოვებული მედლებიდან ხუთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს სინჯისაა.

ჭიდაობის სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეჯიბრის გამარჯვებულები ნიკა მაყიშვილი (48 კგ.), საბა მინდიაშვილი (51 კგ.), ტარიელ საათაშვილი (55 კგ.), გიორგი სიჭინავა (60 კგ.) და ზურა წინამძღვრიშვილი (65 კგ.) გახდნენ.

51 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ სრესელი მეორე ადგილის მფლობელია.

თემურ ზურნაჩიანმა (45 კგ.) კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.

მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში ჩატარდა.

კვირის ამბები