
გორის ადგილობრივი თვითმმართველობის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ორგანიზაციამ - People in Need Georgia გორის მუნიციპალიტეტში - ატენის, ბოშურის და მღებრიანის თემების მაცხოვრებლებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2 000-დან 6 000-ლარამდე გრანტი ეკოტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ან მეწარმეობის განვითარების ინიციატივებისთვის გაიცემა.
რაც შეეხება მონაწილეობას, გრანტის მიღებამდე შერჩეული აპლიკანტი აუცილებელია, რეგისტრირებული იყოს ინდივიდუალურ მეწარმედ, ან სხვა ბიზნესის სახით.
„საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე იწარმოებს. განაცხადის შევსება კი შესაძლებელია ტერიტორიული ორგანოს შენობებში, პროექტის გორის ოფისში, ან ბმულიდან: shorturl. at/m 4N0N . დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგებიც.
გამარჯვებული განაცხადები 4-5 დეკემბერს გამოვლინდება“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 599 61 30 64, ან გააგზავნონ შეტყობინება ელფოსტაზე: soso. mezvrishvili @ peopleinneed. net.