საზოგადოება
31.10.2025 13:05
გორის №12 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა

სსიპ -გორის №12 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 60-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება მასწავლებლობის უფლებით; სასურველია, მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება და ტრენინგ-კურსების გავლა ინკლუზიური განათლების საკითხებზე.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 330 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 4 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 7 ნოემბერია მითითებული.

კვირის ამბები