სპორტი
31.10.2025 13:03
„დილა“ საქართველოს თასის ფინალშია

გორის „დილა“ საქართველოს თასის ფინალშია.

ნახევარფინალში „დილა“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამტრედიელთა კარში პირველი გოლი ემანუელ ბოანსმა გაიტანა. მატჩის მიმდინარეობისას მეორე გოლი კი შოთა შეყილაძის ანგარიშზეა.

რაც შეეხეება ფინალურ მატჩს, „დილას“ მეტოქე დღეს გაირკვევა. გადამწყვეტ შეხვედრაში გორის გუნდს „იბერია“ ბათუმის „დინამოს“ შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ გორის „დილა“ საქართველოს თასის მფლობელი 2012 წელს გახდა.

კვირის ამბები